ვიდრე აღვსრულდები, დავსრულდები. ლოცვას დაგიტოვებ ერთს. ღამე თეთრ სიზმრებად მოგეჩვენო, მე როცა მოვკდები ჰო. მერე გარდიაროს წლებმან უხვმან, თმაში შეგევერცხლოს, ვერცხლ. ჩუმად მოუყევი შვილიშვილებს, ბიჭი მიყვარდაო ბე. ლოცვად გამიხსენე ყოველიწამს, არად მოგერიდოს გთხოვ. მე რო დამმარხავენ, დამკრძალავენ. ჩუმად იქვითინე გთხოვ. გულზე მარგალიტი დამიფინე, არად მოგერიდოს გთხოვ. არვის, არად ვეტყვი არაფერად, რომ შენ მე მიყვარდი ჰო. ვიდრე აღვსრულდები, დავსრულდები. კოცნა დამაბნიე გთხოვ, მერე თუგინდ მიწა მომაყარე, მიწა ვარ და ვიქმნი ჰო. ახლა დავასრულებ ლექსის წერას, არ გაძალიენდე გთხოვ. ვიდრე აღვსრულდები, დავსრულდები. ლოცვას დაგიტოვებ ერთს. ჩუმად მაკოცნინე მაგ ბაგისთვის, არა არ გავამხელ ჰო.